ფეხბურთი

21:42 | 18.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი "ალ სადის" დატოვებას 2022 წლამდე არ აპირებს

ესპანელმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ არ აპირებს ყატარული კლუბი "ალ სადი" 2022 წლამდე დატოვოს. ესპანური გამოცემები ასევე იუწყებოდნენ, რმ ჩავი შესაძლოა "ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატის ვიქტორ ფრონტის კამპანიაში ჩართულიყო, რომელსაც ჩავი გუნდის მწვრთნელად სურდა.

"კლუბიდან წასვლის გადაწყვეტილებას კარიერის შემდგომი ეტაპისთვის მივიღებ. მაგრამ ახლა ფოკუსირებული ვარ "ალ სადში" მუშაობაზე. მინდა ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ყატარული ფეხბურთის განვითარებაში, რათა ნაკრებმა მუნდიალზე კარგად იასპარეზოს." - ციტირებს Mundo Deportivo ესპანელის სიტყვებს.

18 დეკემბერს "ალ სადი" ქვეყნის თასის ფინალში "ალ-არაბის" დაუპირისპირდება. შეხვედრა ალ რაიანში აშენებულ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის განკუთვნილ სტადიონზე შედგება.

თეგებიჩავი
0.114786