ფეხბურთი

22:32 | 18.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპული" სანშეშის ვარიანტს განიხილავს

"ლივერპული" პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და "ლილის" ცენტრალურ ნახევარმცველს რენატუ სანშეშს ჯორჯინიო ვეინალდუმის შემცვლელად მოიაზრებს. როგორც Le10Sport-ი იუწყება, ჰოლანდიელმა შესაძლოა "ბარსელონაში" გადასვლა გადაწყვიტოს და იურგენ კლოპის პორტუგალიელის ვარიანტს განიხილავს.

სანშეში "ბენფიკას" აკადემიის აღზრდილია და "ბაიერნმა" 2016 წელს დაიმატა. გერმანულ გრანდში რენატუს საქმე არ აეწყო და 2017 წელს ფეხბურთელი ერთი წლით "სუონსიში" გაანათხოვრეს, საბოლოოდ 2019 წელს პორტუგალიელი "ლილიში" გაუშვეს. მიმდინარე სეზონში სანშეშმა 10 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

0.118339