„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ჩისკო მუნიოსმა დატოვა. ესპანელმა სპეციალისტმა გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო. ინფორმაცია „დინამოში“ WORLDSPORT.GE-ს დაუდასტურეს.
როგორც გავიგეთ, ჩისკომ უცხოური გუნდისგან სარფიანი წინადადება მიიღო, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელობას გათავისუფლება სთხოვა.
ესპანელი სპეციალისტი „დინამოში“ 2019 წელს მუშაობდა და გუნდს საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა, მაგრამ შემდეგ კლუბიდან წასვლა მოუწია. აგვისტოში ის თბილისურ გუნდს დაუბრუნდა და საქართველოს ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახადა.
ჯერჯერობით ოფიციალურად უცნობია ვინ შეცვლის ჩისკოს „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე. სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელის ვინაობა ორშაბათს დადასტურდება.