გელზენკირხენის „შალკედან“ მთავარი მწვრთნელი მანუელ ბაუმი გაათავისუფლეს. ამის მიზეზი წარუმატებელი შედეგებია, რომელიც „ხუმარებს“ მიმდინარე სეზონში აქვთ.
„შალკეს“ ბუნდესლიგაში იანვრის შემდეგ, ზედიზედ 29 თამაში არ მოუგია. გელზენკირხეული გუნდი 12 ტურის შემდეგ 4 ქულით (4 ფრე, 8 წაგება) ბოლო, მე-12 ადგილზეა და გავარდნის მთავარი კანდიდატია.
ბაუმს დროებით ცნობილი სპეციალისტი ჰუუბ სტივენსი შეცვლის, რომელიც „შალკეში“ 1996-2002, 2011-2012 და 2019 წლებში მუშაობდა.