საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) დაამტკიცა ფორმულა 1-ის 2021 წლის სეზონის კალენდარი, რომელშიც როგორც მოსალოდნელი იყო, 23 ეტაპია შეტანილი. ფ1-ის ისტორიაში, ეს ყველაზე გრძელი სეზონი იქნება. ის 21 მარტს, ავსტრალიაში აიღებს სტარტს.
ვიეტნამის დიდი პრიზი, რომელიც წელს პირველად უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა, ჯერ დამტკიცებული არაა. ის 25 აპრილს არის დანიშნული. თუ ჰანოიში რბოლა არც წელს ჩატარდა, მაშინ მას პორტუგალია ჩაანაცვლებს. კალენდარში კიდევ ერთი სიახლე, საუდის არაბეთის დიდი პრიზია. მას ქალაქ ჯედას ქუჩის ტრეკი უმასპინძლებს.
FIA იმედოვნებს, რომ მომავალ სეზონში ტრიბუნები ცარიელი აღარ იქნება. იმავე პანდემიის გამო, გასულ სეზონში რამდენიმე რბოლა მაყურებლის გარეშე ჩატარდა და მსგავსი რამ, მომავალ სეზონშიც მოსალოდნელია. მაყურებლის დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას, რბოლების ორგანიზატორები მოგვიანებით მიიღებენ.
ფ1-ის 2021 წლის სეზონის კალენდარი
21 მარტი - ავსტრალია (მელბურნი)
28 მარტი - ბაჰრეინი (სახირი)
11 აპრილი - ჩინეთი (შანჰაი)
25 აპრილი - ვიეტნამი (ჰანოი ?)
9 მაისი - ესპანეთი (ბარსელონა)
23 მაისი - მონაკო (მონაკო)
6 ივნისი - აზერბაიჯანი (ბაქო)
13 ივნისი - კანადა (მონრეალი)
27 ივნისი - საფრანგეთი (ლე კასტელი)
4 ივლისი - ავსტრია (შპილბერგი)
18 ივლისი - ბრიტანეთი (სილვერსტოუნი)
1 აგვისტო - უნგრეთი (ბუდაპეშტი)
29 აგვისტო - ბელგია (სპა)
5 სექტემბერი - ჰოლანდია (ცანდფოორტი)
12 სექტემბერი - იტალია (მონცა)
26 სექტემბერი - რუსეთი (სოჭი)
3 ოქტომბერი - სინგაპური (სინგაპური)
10 ოქტომბერი - იაპონია (სუზუკა)
24 ოქტომბერი - აშშ (ოსტინი)
31 ოქტომბერი - მექსიკა (მექსიკო სიტი)
14 ნოემბერი - ბრაზილია (სან პაულუ)
28 ნოემბერი - საუდის არაბეთი (ჯედა)
5 დეკემბერი - აბუ დაბი (აბუ დაბი)