ფეხბურთი

11:52 | 17.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: „კარგად ვითამაშეთ კონტრშეტევების მონსტრის წინააღმდეგ“

პრემიერლიგის მე-13 ტურში, ლიდერების მატჩის შემდეგ („ლივერპული“ – „ტოტენჰემი“ – 2:1), მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ტოტენჰემის“ გოლი? მიმაჩნია, რომ თამაშგარედან გაგვიტანეს. მსაჯებმა ეს ეპიზოდი ოცჯერ გადაამოწმეს, მაგრამ მაინც ჩათვალეს, მაგრამ მე ხომ დავინახე, რომ ოფსაიდი იყო. ვერავის დავადანაშაულებ ჩემი გუნდიდან.

კარგად ვითამაშეთ კონტრშეტევების მონსტრის წინააღმდეგ. ბურთის ფლობაშიც ვაჯობეთ და შედეგიანობაშიც. მართალია, მათაც გაგვიტანეს და ორი მომენტიც ჰქონდათ, მაგრამ ამის გარდა არაფერი ყოფილა.

დამსახურებული სამი ქულა მოვიპოვეთ და ამით ბედნიერი ვარ.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.

13 ტურის შემდეგ, „ლივერპული,“ 28 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა, მეორე ადგილზე მყოფ „ტოტენჰემს“ 25 ქულა აქვს.

0.117152