ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში, 14 ნოემბერს, თბილისში პოლონეთის ნაკრებთან გასამართ მატჩში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ფორვარდი ნიკა გელაშვილი ვერ დაეხმარება.
ოთხშაბათს, ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” გამართული ვარჯიშის მიწურულს გელაშვილი ერთ-ერთი ორთაბრძოლის დროს დაშავდა და მოედანი ნაადრევად დატოვა. მან მარჯვენა ფეხი დაიზიანა და პოლონელებთან ვერ იასპარეზებს.