პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) 2020 წლის სეზონი განსაკუთრებულ სიტუაციაში გაიმართა და ბევრი ამაღელვებელი ისტორია დატოვა. ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეექვსედ შეძლო წელი მსოფლიოს რეიტინგში პირველ ადგილზე დაესრულებინა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ასევე, ანდრეი რუბლიოვს განსაკუთრებული სეზონი ჰქონდა და ყველაზე მეტი ტურნირი მან მოიგო.
წარმოგიდგენთ ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს.
ყველაზე მეტი გამარჯვება
მოთამაშე | მოგება/წაგება | ტიტული |
ნოვაკ ჯოკოვიჩი | 41-5 | 4 |
ანდრეი რუბლიოვი | 41-10 | 5 |
სტაფანოს ციციპასი | 29-14 | 1 |
დანილ მედვედევი | 28-10 | 2 |
ალექსანდრ ზვერევი | 28-11 | 2 |
შოკისმომგვრელი არ იყო ის ფაქტი, რომ ყველაზე მეტი გამარჯვება ნოვაკ ჯოკოვიჩს ჰქონდა, თუმცა გასაოცარია, რომ მის გვერდითაა ანდრეი რუბლიოვი, რომელმაც ასევე 41 შეხვედრის მოგება შეძლო. რუს ჩოგბურთელს კარიეის საუკეთესო სეზონი ჰქონდა და წელი მერვე ადგილზე დაასრულა. რუბლიოვი ტიტულების რაოდენობით პირველ ადგილზეა და ხუთიდან სამი 500-ქულიანი ტურნირი მოიგო.
ლიდერები ჰარდზე
მოთამაშე | მოგება/წაგება | ტიტული |
ანდრეი რუბლიოვი | 31-8 | 4 |
ნოვაკ ჯოკოვიჩი | 30-4 | 3 |
დანილ მედვედევი | 28-8 | 2 |
ალექსანდრ ზვერევი | 25-10 | 2 |
მილოშ რაონიჩი | 22-8 | 0 |
ფელიქს ოჟე-ალიასიმე | 22-16 | 0 |
რუბლიოვმა იმდენივე ტურნირი მოიგო (4) ხელოვნურ საფარზე, რამდენიც ჯოკოვიჩმა მთელი სეზონის განმავლობაში. რუსმა 31 შეხვედრაში იმარჯვა და სერბს ერთი მატჩით გაასწრო. ჯოკოვიჩმა ჰარდზე სამი ტურნირი მოიგო და ორჯერ დამარცხდა ამ საფარზე - ვენასა და ლონდონში.
ლიდერები გრუნტის საფარზე
მოთამაშე | მოგება/წაგება | ტიტული |
კასპერ რუდი | 17-6 | 1 |
კრისტიან გარინი | 15-4 | 2 |
დიეგო შვარცმანი | 15-4 | 0 |
ნოვაკ ჯოკოვიჩი | 11-1 | 1 |
სტეფანოს ციციპასი | 11-3 | 0 |
ლასლო დიერე | 11-4 | 1 |
2020 წლის გრუნტის საფარის ლიდერი არა რაფაელ ნადალი, არამედ კასპერ რუდი აღმოჩნდა. ნორვეგიელმა ბუენოს აირესში ტურნირის მოგება შეძლო, სულ კი 17-ჯერ დაამარცხა ამ საფარზე მეტოქე. ნადალმა კი როლან გაროსი მეცამეტედ მოიგო და ამ საფარზე 445 გამარჯვება აქვს. მას შემდეგ რეიტინგში ფერნანდო ვერდასკო მოდის - 230 გამარჯვებით.
ლიდერები დახურულ დარბაზში
მოთამაშე | მოგება/წაგება | ტიტული |
ანდრეი რუბლიოვი | 14-4 | 2 |
დანილ მედვედევი | 14-4 | 2 |
ფელიქს ოჟე-ალიასიმე | 14-8 | 0 |
ალექსანდრ ზვერევი | 13-3 | 2 |
ვასეკ პოსპიშილი | 12-6 | 0 |
მართალია დანილ მედვედევი და რუბლიოვი ამ კატეგორიის სათავეში არიან, მაგრამ დასაფასებელია ფელიქს ოჟე-ალიასიმეს 14 გამარჯვება. კანადელი ახლოს იყო 2020 წელს ტურნირის მოგებასთან, მაგრამ როტერდამში, მარსელსა და კიოლნში დამარცხდა. საბოლოოდ, ტურნირის მოუგებლად ფელიქსი ერთ-ერთი პირველადგილოსანია დახურულ დარბაზში.
ყველაზე მეტი გამარჯვება ტაი ბრეიკზე
მოთამაშე | ტაიბრეიკზე - მოგება/წაგება |
დომინიკ ტიმი | 17-11 |
ნოვაკ ჯოკოვიჩი | 15-2 |
ჯონ იზნერი | 15-9 |
უგო ემბერი | 14-6 |
ფელიქს ოჟე-ალიასიმე | 14-9 |
28 ტაი ბრეიკიდან დომინიკ ტიმმა 17 მოიგო და მათ შორის ოთხი წლის შემაჯამებელ ტურნირზე, სადაც ფინალში გავიდა, თუმცა ამჯერადაც ვერ შეძლო ტიტულის მოპოვება.
რეიტინგის ტოპ 10 ჩოგბურთელთან ყველაზე მეტი გამარჯვება
მოთამაშე | მოგება/წაგება |
ნოვაკ ჯოკოვიჩი | 10-3 |
დომინიკ ტიმი | 8-4 |
დანილ მედვედევი | 7-2 |
ანდრეი რუბლიოვი | 4-5 |
დენის შაპოვალოვი | 3-2 |
იანიკ სინერი | 3-4 |
რაფაელ ნადალი | 3-5 |
აღნიშნულ კომპონენტში გასაკვირი არაა, რომ პირველ ადგილზე ნოვაკ ჯოკოვიჩია. სერბმა 13 შეხვედრიდან 10 მოიგო, ხოლო მეორე პოზიციაზეა დომინიკი რვა გამარჯვებით. ავსტრიელმა 2019 და 2020 წლებში "დიდი სამეულის" ჩოგბურთელები (ჯოკოვიჩი, ნადალი, როჯერ ფედერერი) 12 მატჩიდან ცხრაჯერ დაამარცხა. მართალია რუბლიოვს შესანიშნავი წელი ჰქონდა, მაგრამ ლიდერებთან სუსტად გამოიყურებოდა და ცხრიდან ოთხი გამარჯვება აქვს.