ფეხბურთი

15:05 | 13.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსის” მოგებამ 20 მილიონი გირვანქა შეადგინა

2013-2014 წლების საფეხბურთო სეზონში ლონდონის “ჩელსის” მოგებამ 20 მილიონი გირვანქა შეადგინა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი იუწყება.

ასეთი შედეგს ლონდონურმა კლუბმა ესპანელი ნახევარმცველის ხუან მატას “მანჩესტერ იუნაიტედში” 37 მილიონ გირვანქად გაყიდვის, ბრაზილიელი მცველის დავიდ ლუიზის პსჟ-ში 50 მილიონად გასხვისებისა და ინგლისის პრემიერლიგასთან ახალი კონტრაქტის გაფორმების ხარჯზე მიაღწია.

რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის მიერ “ჩელსის” შეძენის პერიოდიდან მეორედ მოხდა, ლონდონელებმა სეზონი მოგებით რომ დაასრულეს. 2011-2012 წლების სეზონში “ჩელსის” მოგება 1,4 მილიონი გირვანქა იყო.

თეგებიჩელსი
0.110118