ფეხბურთი

10:24 | 16.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგის ტურის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრებისა და „ანკარაგიუჯუს“ ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე თურქეთის სუპერლიგის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ქართველი ფეხბურთელის თამაში BeIN Sports-მა გამოარჩია.

ლობჟანიძემ მე-12 ტურში ლევან შენგელიას „ქონიასპორთან“ შესანიშნავად ითამაშა, გოლი გაიტანა, საგოლე პასი შეასრულა და ბოლოს გადამწყვეტი პენალტიც მოიპოვა, რითაც საკუთარი გუნდის სეზონში პირველ გამარჯვებაში (4:3) დიდი წვლილი შეიტანა.

25 წლის ქარველ ფეხბურთელს თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 11 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

აღსანიშნავია, რომ „ანკარაგიუჯუმ“ გუშინ მე-6 ტურის გამოტოვებული მატჩი ჩაატარა „ჰატაისპორთან“ და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა (2:0). ლობჟანიძემ ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა, მისმა გუნდმა კი 8 ქულა დააგროვა და ბოლო ადგილს თავი დააღწია.

0.111973