ფეხბურთი

21:25 | 15.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ტელევიზორში ფეხბურთის ყურებას კრივის ან UFC-ის ყურება მირჩევნია"

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ ტელევიზორში ფეხბურთის ყურებას, კრივის ან UFC-ს ყურება ურჩევნია. გარდა ამისა, რონალდუმ თავის ბავშვობაზე და ასაკზე ისაუბრა, რომელსაც ის დიდ ყურადღებას არ აქცევს და ფიქრობს, რომ მაღალ დონეზე თამაში კიდევ შეუძლია.

„ფეხბურთი ჩემი გატაცებაა, მაგრამ ტელევიზიით სპორტის სხვა სახეობებს ვუყურებ. საფეხბურთო მატჩსა და კრივის ან UFC-ს შორის მეორე ვარიანტს ვირჩევ. არამგონია, მოკრივე ვყოფილიყავი. ვფიქრობ, მე პროფესიონალი ფეხბურთელობისთვის დავიბადე და თავიდანვე ვუთხარი ჩემს თავს, რომ ამ შანსს გამოვიყენებდი. კრივი უფრო რთული სახეობაა, გყავს გუნდი, მაგრამ რინგზე მარტო გადიხარ. ფეხბურთში სხვაგვარად არის, ერთად ვვარჯიშობთ, ერთად ვიცინით, განსხვავებულ მსხვერპლზე გვიწევს წასვლა.

როდესაც „მანჩესტერში“ ვიყავი, მწვრთნელი ჩემთან კრივში სპარინგობდა. ვფიქრობ, ამის გაკეთება ფეხბურთელისთვის კარგია, რადგან მოძრაობებს სწავლობს. მე და გოლოვკინი სხვა და სხვა გარემოსა და კულტურაში გავიზარდეთ. რთული ბავშვობა მქონდა, ჩვენ მდიდრები არ ვიყავით, ყოველი დღე ბრძოლა იყო გადარჩენისთვის. გარემოებები, რომელშიც იზრდები, ამძიმებს პიროვნებას და ხასიათს. დავიბადე კუნძულ მადეირაზე და 11 წლის ასაკში „სპორტინგში“ წავედი, თუმცა ლისაბონში უნდა გადავსულიყავი და დედამ მითხრა: „შვილო, თუ ასეა და გინდა, მაშინ წადი“. ყოველდღე ვტიროდი, რადგან დედა მენატრებოდა. ეს ჩემი ყველაზე რთული პერიოდი იყო, ისევე როგორც მამაჩემის დაკარგვა. ვინ თქვა, რომ კაცები არ ტირიან? ჩვენ ყველას გვაქვს გრძნობები და ისინი უნდა გამოვხატოთ.

33 წლის ასაკში იწყებ იმაზე ფიქრს, რომ დაღმართში მიდიხარ, მაგრამ მე მსურს ფეხბურთის თამაში გავაგრძელო.ხალხმა შეიძლება იფიქროს: „კრიშტიანუ წარმოუდგენელი ფეხბურთელი იყო, მაგრამ ახლა ის ნელია“ - არ მინდა ეს მოხდეს. შენ შეგიძლია საკუთარ სხეულზე იზრუნო, ეს პრობლემა არ არის. ეს დამოკიდებულეია გონებაზე, მოტივაციაზე და გამოცდილებაზე. მაგალითად, ფედერერი 39 წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა“, - თქვა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 14 გოლი აქვს გატანილი.

0.116077