ფეხბურთი

20:58 | 15.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა

„პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ნეიმარის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, მან უახლოეს ხანში ითამაშოს. გერმანელი იმედოვნებს, რომ ბრაზილიელი მოედანზე 5 დღეში „ლილთან“ გამასართ შეხვედრაში გავა.

„იმედია „ლილთან“ ითამაშებს, არსებობს შანსი, რომ ზამთრის პაუზამდე ითამაშოს. თუმცა,ჯერ დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით, სამედიცინო შემოწმების შედეგებს უნდა დაველოდოთ“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ტრავმა ორი დღის წინ „ლიონთან“ დაპირისპირებისას მიიღო და თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ დაზიანება მძიმე იქნებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, ბრაზილიელი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.

0.118807