ესპანეთის მე-2 ლიგაში ბექა ბურჯანაძის “კორუნა” აუტსაიდერ “კლინიკას რინკონს” ესტუმრა და 73:82 დამარცხდა, არადა, მეტოქეს მანამდე ყველა თამაში წაგებული ჰქონდა.
ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 18 წუთში 9 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა. ბექამ 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.
ლა კორუნიელებს 3-3 მოგება-წაგება აქვთ მე-10 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო თამაშს კი 16 ნოემბერს, შინ, “ოურენსესთან” ჩაატარებს.