ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, „ინტერი,“ დიდი ალბათობით, ოთხ ფეხბურთელს დაემშვიდობება - გვამცნობს La Gazzetta dello Sport.
გამოცემის მტკიცებით, „ნერაძურის“ რიგებს მატიას ვესინო, რაჯა ნაინგოლანი, კრისტიან ერიკსენი და ანდრეა პინამონტი დატოვებენ.
29 წლის ურუგვაელი მუხლის ტრავმის გამო კარგა ხანია აღარ გამოჩენილა, 32 წლის ბელგიელი და 28 წლის დანიელი კი მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედიან. 21 წლის იტალიელი კი, დამრიგებლის აზრით, ჯობს გამოცდილების მისაღებად სხვა გუნდში გადავიდეს.
11 ტურის შემდეგ, სერია A-ში „ინტერი“ 24 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ „მილანს“ 3 პუნქტით ჩამორჩება.