ცნობილმა იტალიურმა გაზეთმა - La Gazzetta dello Sport, 2020 წლის გამორჩეული გუნდი და პერსონები დაასახელა.
საუკეთესო გუნდი ბერგამოს „ატალანტა“ გახდა, რომელმაც ჯანპიერო გასპერინის მეთაურობით სერია A-ში მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაში მეოთხედფინალამდე მიაღწია, სადაც დრამატულად დამარცხდა „პარი სენ-ჟერმენთან“ (1:2).
წლის საუკეთესო მწვრთნელი „მილანის“ თავკაცი, სტეფანო პიოლი გახდა. ასევე მილანელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს პრიზი „ლეგენდა“ გადასცეს, „ლაციოს“ შემტევ ჩირო იმობილეს კი „წლის ადამიანის.“