ჩოგბურთი

10:50 | 15.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა ავსტრალიის ღიაზე შეიძლება ვერ ითამაშოს

როჯერ ფედრერმა შესაძლოა ავსტრალიის ღია პირველობა გამოტოვოს. როგორც შვეიცარიელი ჩოგბურთელი ამბობს, მარცხენა მუხლზე, წლის დასაწყისში გაკეთებული ორი ოპერაციის შემდგომი აღდგენის პროცესი უფრო გაიწელა, ვიდრე თავად ვარაუდობდა და არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მელბურნში თამაში ვერ შეძლოს.

ფედერერს 40 წელს აგვისტოში შეუსრულდება. ავსტრალიის ღიას წლევანდელ გათამაშებაში მან ნახევარფინლში ნოვაკ ჯოკოვიჩთან წააგო, ვინც შემდგომ ტურნირის ჩემპიონიც გახდა. ფედერერს დიდი სლემის ტურნირების 20 ტიტული აქვს მოპოვებული და ეს მამაკაცთა შორის რეკორდია, რასაც მასთან რაფაელ ნადალი იყოს.

ფედრერი ამბობს, რომ ოქტომბერში ვარჯიშისას ტკივილს აღარ გრძნობდა, რაც აფიქრებინებდა, რომ დაბრუნებას მომავალი სეზონის პირველსავე დიდ ტურნირზე შეძლებდა.

„მუხლზე გაკეთებული მეორე ოპერაცია რთული იყო. ბოლო ექვს თვეში პროგრესს ვგრძნობ. ვნახოთ, მომდევნო ორი თვე როგორ წარიმართება. ბევრ ფიზიკურ და ფიზიოლოგიურ ვარჯიშს ვასრულებ და ვნახოთ, ჩოგბურთში ვარჯიში როგორი პროგრესი მექნება“, - ამბობს ფედერერი.

ავსტრალიის ღია პირველობა 18 იანვარს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კოვიდ-19-ის პროტოკოლების შესაბამისად, 8 თებერვალს დაიწყება. სამკვრიანი გადადება, ტურნირის ექვსგზის ჩემპიონ ფედრერერს, უკეთ მომზადების საშუალებას მისცემს. თუმცა ის ამბობს, შესაძლოა ესეც არ იყოს საკმარისი.

კვირას ფედერერი შვეიცარიის 1950 წლის შემდგომი პერიოდის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს.

0.134613