„იბეროსტარ ტენერიფეს“ ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას მე-14 ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ტურში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი (30) ქართველ ცენტრს აღმოაჩნდა და MVP-ის ტიტული კიდევ ერთხელ დაიმსახურა - კარიერაში მეცხრედ.
მე-14 ტურში „ინტეროსტარ ტენერიფემ“ „ბურგოსი“ 84:79 დაამარცხა. შერმადინმა ზუსტად 29 წუთი ითამაშა, 21 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოიპოვა. 9-დან 6 ორქულიანი (67%) და 10-დან 9 საჯარიმო (90%) ჩააგდო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი, როგორც უკვე ვთქვით, 30-ს გაუტოლდა.