ფეხბურთი

14:02 | 14.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

პატრის ევრა: "ტიერი ანრი "არსენალის" თამაშების დროს ტელევიზორს თიშავს"

საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ ტიერი ანრისთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა და თქვა, რომ „ტიტი“ ვეღარ უყურებს „არსენალის“ მატჩებს, როცა ხედავს, რომ მის ყოფილ გუნდს გრანიტ ჯაკა კაპიტნობს.

„პატარა ისტორიას მოგიყვებით. ერთ დღეს ტიერი ანრიმ თავის სახლში დამპატიჟა „არსენალის“ თამაშის სანახავად. ჩართო ტელევიზორი და პირველი, რაც დავინახეთ, გრანიტ ჯაკა იყო, რომელსაც „არსენალი“ კაპიტნის სამკლავურით გამოჰყავდა. ანრიმ ტელევიზორი გამორთო.

ვკითხე მას: „რა მოხდა?“ მან კი მიპასუხა: „ვერ ვუყურებ ჩემს გუნდს, როდესაც ჯაკა კაპიტნობს“, და, ტელევიზორი გამორთო. ჩვენ თამაშს აღარ ვუყურეთ“, - განაცხადა ევრამ.

0.123597