მინო რაიოლამ უარყო გერმანული Bild-ის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს პოლ პოგბასა და მისი გზები იყრებოდა. გავლენიანმა გამოცემაც დაწერა, რომ პოგბას არ მოეწონა მინო რაიოლას ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლის თანახმად პოგბას „მანჩესტერის“ დატოვება გადაწყვეტილი აქვს.
სწორედ ამიტომ, Bild-ის ცნობით, პოგბამ გადაწყვიტა, რომ რაიოლასთან თანამშრომლობა დაასრულოს. თუმცა, მინო ამ ინფორმაციას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ Bild-ს „ფეიკ ნიუსების“ გავრცელებაში ჩემპიონია.
შეგახენებთ, რომ მინო რაიოლამ Tuttosport-თან რამდენიმე დღისწინანდელ ინტერვიუში თქვა, რომ პოგბა „მანჩესტერს“ უახლოეს სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს.