ფეხბურთი

18:57 | 13.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რუბინმა" ყინვაში მოიგო, ხვიჩა კვარაცხელიამ დისკვალიფიკაცია მიიღო

ყაზანის „რუბინის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია უახლოეს მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში 19 წლის შემტევმა „ტამბოვთან“ 79 წუთი ითამაშა, მე-13 წუთზე კი გააფრთხილეს.

ხვიჩას მიმდინარე სეზონში უკვე 4 ყვითელი ბარათი დაუგროვდა და შედეგად, დისკვალიფიკაციას მოიხდის. „რუბინმა“ ხსენებული თამაში 1:0 მოიგო და მატჩი საკმაოდ მძიმე კლიმატურ პირობებში ჩატარდა. ხვიჩა კვარაცხელიამ ყვითელი ბარათები „ტამბოვამდე“ „ხიმკისთან“, „სპარტაკთან“ და ცსკა-სთან დაპირისპირებებში მიიღო. ქართველი ნახევარმცველი 17 დეკემბერს, გროზნოს „ახმატთან“ ვერ ითამაშებს.

„ტამბოვის“ დაცვის ცენტრში 19 წლის ზურაბ გიგაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მან მიმდინარე სეზონში მეორე მატჩი ჩაატარა, დებიუტი ერთი კვირის წინ დებიუტი მოსკოვის „სპარტაკთან“ ჰქონდა (მაშინაც 90 წუთი გაატარა მოედანზე). გიგაშვილის კარიერა თურქულ "ანკარაგიუჯუში" დაიწყო და მეორე წელია რუსეთში იმყოფება.

მიმდინარე სეზონში ხვიჩას 16 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, 2-ჯერ საგოლე პასი შეასრულა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა, ხოლო „რუბინი“ 27 ქულით მეცხრე ადგილზეა.

0.185702