ფეხბურთი

10:58 | 13.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი ყვითელი ბარათის გაუქმებას ითხოვს: "ეს სიმულაცია არ იყო"

რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში ზურიკო დავითაშვილმა „უფასთან“ მატჩში სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი მიიღო. ქართველი ფეხბურთელი საჯარიმოში დაეცა და მსაჯმა ეს სიმულაციად შეაფასა.

თუმცა, ზურიკოს განცხადებით, ის თავის ფეხს წამოედო და ამიტომ წაიქცა, არა საკუთარი ინიციატივით. შედეგად, ითხოვს, რომ ყვითელი ბარათი გააუქმონ.

„ამ მომენტის შემდეგ მსაჯს ვუთხარი, რომ ყვითელი ბარათი არ მოეცა, რადგან საკუთარ ფეხს წამოვედე და წავიქეცი. ამ ვიდეოშიც კარგად ჩანს. ეს არ იყო სიმულაცია და იმედი მაქვს, რომ ყვითელ ბარათს გამიუქმებენ“, - დაწერა დავითაშვილმა ინსტაგრამში.

შეგახსენებთ, რომ „როტორმა“ „უფა“ 1:0 დაამარცხა, სეზონში მეორედ, ხოლო კონკრეტულად ვოლგოგრადში პირველად იმარჯვა. დავითაშვილმა ამ შეხვედრაში 90-ე წუთამდე ითამაშა. მეორე ტაიმში შესანიშნავი დრიბლინგი შეასრულა, მაგრამ მეკარემ აჯობა.

0.115545