ფეხბურთი

22:20 | 12.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

დინ სმიტის 500

პრემიერლიგის მე-12 ტურის მატჩში, „ვულვერჰემპტონსა“ და „ასტონ ვილას“ შორის, ბირმინგემელებმა ელ-გაზის 94-ე წუთზე გატანილი პენალტით მოიგეს.

Sky Sports-ის ცნობით, ეს შეხვედრა მე-500 გამოდგა „ასტონ ვილას“ დამრიგებლის, დინ სმიტის სამწვრთნელო ბიოგრაფიაში.

49 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა კარიერა მოკრძალებულ „უოლსოლში“ დაიწყო. შემდეგ „ბრენტფორდში“ მუშაობდა. „ასტონ ვილა“ კი 2018 წელს ჩაიბარა.

0.112912