ლონდონის „არსენალის“ ნახევარმცველი, მესუთ იოზილი, მზდაა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას კლუბი დატოვოს.
ESPN-ის ცნობთ, 32 წლის გერმანელი კარიერის MLS-ში გაგრძელებას აპირებს. მის მიმართ ინტერსს „დი სი იუნაიტედი“ და „ლოს ანჯელეს გალაქსი“ იჩენენ. ახლახან კი გაცხადდა, რომ იოზილის თავის რიგებში ხილვა „ინტერ მაიამისაც,“ სურს, რომლის თანამფლობელიც ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, დევიდ ბექემია.
„არსენალი,“ რომელმაც იოზილი სეზონის განაცხადში არ შეიყვანა, წინააღმდეგი არ არის. წარმოშობით თურქ მოთამაშეს, „მეთოფეებთან“ კონტრაქტის ვადა 2021 წლის 30 ივნისს გასდის. ამიტომ, უკვე მომავალი იანვრიდან შეუძლია სხვა კლუბებთან აწარმოოს მოლაპარაკებები.