კალათბურთი

23:56 | 11.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ცსკა-ს ზედიზედ მერვე გამარჯვება ევროლიგაში, ჯეიმსის ფანტასტიკური თამაში და შენგელია ჩრდილში

ევროლიგაში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა დიდებულად ასპარეზობას აგრძელებს და მორიგი გამარჯვება მოიპოვა. დიმიტრის იტუდისის გუნდმა სტუმრად რუსული „ხიმკი“ 96:87 დაამარცხა.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 19:16 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 5 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 6-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 3-ს გაუტოლდა.

მოსკოველთა რიგებში საოცარი თამაში ჩაატარა მაიკ ჯეიმსმა, რომელმაც 36 ქულა, 9 მოხსნა და 10 პასი დააგროვა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 51(!) აღმოჩნდა.

მოსკოვის ცსკა-მ ევროლიგაში ზედიზედ მერვე თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილს 10 გამარჯვებითა და 3 წაგებით ლიდერობს. რუსული გუნდი მომდევნო ტურში 15 დეკემბერს, თურქულ „ანადოლუ ეფესს“ უმასპინძლებს.

0.120405