ფეხბურთი

22:37 | 11.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი "პარმასთან" მატჩს გამოტოვებს

"მილანის" შვედი თავდამსხმელის ზლატან იბრაჰიმოვიჩის მოედანზე დაბრუნება გადაიდო. როგორც calciomercato იუწყება, ფეხბურთელი ჯერ კიდევ ინდივიდუალურად ვარჯიშობს და ჯერჯერობით გუნდურ დატვირთვაზე არ გადასულა.

შვედმა ფეხის დაზიანება 22 ნოემბერს "ნაპოლისთან" მოგებულ შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა. იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ზლატანი "პარმასთან" (13 დეკემბერი) დაისვენებს მოედანზე "ჯენოასთან' მატჩში დაბრუნდება, რომელიც 16 დეკემბერს გაიმართება.

0.118161