ფეხბურთი

18:16 | 11.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბაჯო როსის ემოციურად დაემშვიდობა: "შენ გააკეთე ის, რაც მე ვერ მოვახერხე"

იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი რობერტო ბაჯო პაოლო როსის დაემშვიდობა. ლეგენდარული ფეხბურთელის წერილი იტალიურ მედიაში გავრცელდა, პირველი კი Gazzetta Dello Sport-მა გამოაქვეყნა.

რობერტო ბაჯო გარდაცვლილ თანამემამულეს ემოციური წერილით დაემშვიდობა და თქვა, რომ ვერ შეძლო იმის გაკეთება, რაც როსიმ იტალიას გაუკეთა (მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება).

„გავიღვიძე და კიდევ ერთი დარტყმა მივიღე. იტალიური ფეხბურთის დიდი საყრდენი გვემშვიდობება. პაოლო, პაბლიტო, პაოლო როსი, თითქმის ყოველთვის სახელი და გვარით მოგმართავდით. ის არ იყო როსი, ის არის და ყოველთვის იქნება პაოლო როსი. დავბრუნდბი 10 წლის ბავშვის ტკბილი მოგონებების ზედაპირზე, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ჩემს მეხსიერებაშია დაცული. დღეს, პაბლიტოს წყალობით, ალბომს გავხსნი და გადავფურცლავ..

ჩემს საყვარელ მამასთან, ფიორინდოსთან ერთად, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, თითქმის 12 კილომეტრს გავდიოდი ორი ველოსიპედით, კალდონიოდან ვიჩენცაში ჩასასვლელად, მენტის სტადიონზე წასასვლელად დიდი პაოლო როსის სანახავად.

შემდეგ მთელი თამაშის განმავლობაში მე ვეჭიდებოდი ბადეს, რომ მეყურებინა მის თამაშზე და გოლზე. ეს იყო წლები, როდესაც ჩემს ოცნებებს ვაფასებდი. მეგონა, რომ ერთ დღესაც იმ სტადიონზე ვითამაშებდი, იმ ლამაზ მაისურს მოვირგებდი და მკერდზე დიდი R მექნებოდ აგამოსახული.

პაოლო როსის მიბაძვით შემეძლო მიმეღწია იმისთვის, რისი მიღწევაც მან შეძლო. ვოცნებობდი, მომეგო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ბრაზილიასთან, როგორც პაოლო როსიმ მოიგო გერმანიასთან, ოქროს ბურთის მოგება პაოლო როსის მსგავსად, მუხლების ტკივილზე გამარჯვება როსის მსგავსად.

სამყაროზე გამარჯვებას სულ უფრო მეტად სჭირდება პაოლო როსის ღიმილი. ცოტა ხნის წინ ჩინეთში ვიმოგზაურეთ. დიდხანს ვლაპარაკობდით იმაზე, თუ რამდენი რამ გამოვიარეთ ერთად და იმაზე, რა უნდა გაკეთდეს უკეთესი მომავლისთვის, განსაკუთრებით ფეხბურთში.

პაოლო ზეცაში გაფრინდა და დაგვიტოვა ყველაფერი კარგი, რასაც ფეხბურთი გვთავაზობს. პაოლომ მილიონობით იტალიელს აუხდინა ოცნება, რაც მე არ გამომივიდა. ახლა, ჩემი ფიქრები მის მეუღლესა და შვილებს უკავშირდება, რომელთაც გულებში პაოლომ სიცარიელე დატოვა.

მშვიდობით პაოლო, ვინ იცის, სამოთხეში ისევ ჩაიცვა ბუცები და ისევ გაიღიმო. აქ დიდხანს გაგიხსენებთ. კარგი მოგზაურობა პაოლო“, - დაწერა ბაჯომ.

აქვე გეტყვით, რომ რობერტო ბაჯოს კარიერა „ვიჩენცაში“ დაიწყო, სადაც 1976-1979 წლებში პაოლო როსის მაღალი დონის კარიერამ აიღო სათავე. სწორედ ამ წლებში დადიოდა მომავალი ლეგენდა,რობერტო ბაჯო როსის თამაშების საყურებლად.

0.147809