ფეხბურთი

14:56 | 11.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პოგბა "იუვენტუსში" დაბრუნებას აპირებს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ პოლ პოგბას „იუვენტუსში“ დაბრუნება სურს. The Times-ის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი ინგლისში ძალიან უკმაყოფილოა და აპირებს იტალიაში დაბრუნდეს.

ცოტა ხნის წინ მინო რაიოლამ არ გამორიცხა პოგბას „იუვეში“ დაბრუნება და თქვა, რმ უმჯობესია, „მანჩესტერმა“ მისი კლიენტი ტრანსფერზე დააყენოს. თავის მხრივ, „იუვეშიც“ დიდი სურვილი აქვთ, რომ 27 წლის ფეხბურთელი დაიბრუნონ.

პოგბა „იუვენტუსიდან“ „მანჩესტერში“ 2016 წელს 105 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან პრემიერლიგაშ 8 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

0.10598