ფეხბურთი

15:04 | 6.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მატიე მარცხენა მცველად თამაშით მოხარულია
“ბარსელონას” ფრანგი მცველი, ჟერემი მატიე დიდი ხნის შემდეგ დაცვის მარცხენა ფლანგს დაუბრუნდა. 30 წლის ფეხბურთელმა, აღნიშნულ პოზიციაზე შაბათს “რაიოსთან” მოგებულ (2:0) შეხვედრაში ითამაშა.

მატიე მთელი კარიერის განმავლობაში მარცხენა მცველი იყო, თუმცა ორი სეზონის წინ, “ვალენსიაში” ბევრი ტრავმირებული ცენტრალური მცველის გამო, მატიეს ამ პოზიციაზე მოუწია თამაში და თავი იმდენად კარგად გაართვა, რომ მას შემდეგ ფლანგზე აღარ უთამაშია. ფრანგი ფეხბურთელი ძველ პოზიციაზე დაბრუნებით მოხარული იყო და განაცხადა, რომ სადაც მის გუნდს დასჭირდება იქ ითამაშებს.

“მოხარული ვარ ძველ პოზიციაზე თამაშით. მწვრთნელმა შემომთავაზა მარცხნივ თამაში, რაც პრობლემას არ წარმოადგენს. არაფერი ახალი ჩემთვის არ ყოფილა, მთელი კარიერის განმავლობაში ფლანგზე ვთამაშობდი. ისე კი, მზად ვარ სადაც გუნდს დასჭირდება იქ ვითამაშო”, - განაცხადა ჟერემი მატიემ.

0.114386