ფეხბურთი

1:53 | 11.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგაზე 1/16 ფინალი დაკომპლექტდა

უეფას ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის გათამაშება დასრულდა და ყველა გუნდის ვინაობა გაირკვა, რომლებიც პლეი-ოფში ითამაშებენ. მათ შორის, ერთი ლუკა ლოჩოშვილის „ვოლფსბერგერია“, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე 10 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.

ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის საგზური 24-მა გუნდმა მოიპოვა, მათ კი ჩემპიონთა ლიგიდან რვა მესამეადგილოსანი შეუერთდნენ.

I ადგილოსნები:

„რომა“ (იტალია), „არსენალი“ (ინგლისი), „ლევერკუზენი“ (გერმანია), „რეინჯერსი“ (შოტლანდია), პსვ (ნიდერლანდები), „ნაპოლი“ (იტალია), „ლესტერი“ (ინგლისი), „მილანი“ (იტალია), „ვილიარეალი“ (ესპანეთი), „ტოტენჰემი“ (ინგლისი), „დინამო ზაგრები“ (ხორვატია), „ჰოფენჰაიმი“ (გერმანია).

II ადგილოსნები:

„იანგ ბოიზი“ (შვეიცარია), „მიოლდე“ (ნორვეგია), „სლავია“ (ჩეხეთი), „ბენფიკა“ (პორტუგალია), „გრანადა“ (ესპანეთი), „სოსიედადი“ (ესპანეთი), „ბრაგა“ (პორტუგალია), „ლილი“ (საფრანგეთი), „მაკაბი“ (ისრაელი), „ანვერპენი“ (ბელგია), „ვოლფსბერგერი“ (ავსტრია), „ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი).

ჩემპიონთა ლიგიდან გადმოერთვნენ:

„ზალცბურგი“ (ავსტრია), „შახტარი“ (უკრაინა), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), „აიაქსი“ (ნიდერლანდები), „კრასნოდარი“ (რუსეთი), „ბრიუგე“ (ბელგია), „დინამო კიევი“ (უკრაინა), „მანჩესტერი“ (ინგლისი).

ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის წილისყრა 14 დეკემბერს გაიმართება.

0.115142