ფიფამ თავისი წევრი ქვეყნების 2020 წლის საბოლოო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა წინა თვეში ნაჩვენები შედეგი შეინარჩუნა.
ამრიგად, ჩვენი ქვეყნის მთავარმა გუნდმა წელი 89-ე ადგილზე დაასრულა და მის აქტივში 1267 ქულაა. შარშან, საქართველოსთვის ნაკრებისთვის წელი 91-ე პოზიციაზე დასრულდა და ამდენად, პროგრესი არც ისე თვალსაჩინოა.
ცვლილებები არ მომხდარა საუკეთესო ათეულშიც, სადაც ბელგიის ნაკრებია ლიდერი. „წითელ ეშმაკებს“ კვალში საფრანგეთის ნაკრები უდგას.
1. ბელგია - 1780 ქულა
2. საფრანგეთი - 1755 ქულა
3. ბრაზილია - 1743 ქულა
4. ინგლისი - 1670 ქულა
5. პორტუგალია - 1662 ქულა
6. ესპანეთი - 1645 ქულა
7. არგენტინა - 1642 ქულა
8. ურუგვაი - 1639 ქულა
9. მექსიკა - 1632 ქულა
10. იტალია - 1625 ქულა
...20. შვედეთი - 1558 ქულა
53. საბერძნეთი - 1413 ქულა
86. გაბონი - 1280 ქულა
87. ისრაელი - 1279 ქულა
88. ბელარუსი - 1269 ქულა
89. საქართველო - 1267 ქულა
90. ზამბია - 1265 ქულა
91. კონგო - 1264 ქულა
92. ლიბანი - 1263 ქულა
117 კოსოვო - 1155 ქულა
ფიფას მომდევნო რეიტინგი უკვე 2021 წელს, 18 თებერვალს გამოქვეყნდება.