„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა. იურგენ კლოპმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ, დანიურ „მიდტიულანდთან“ (1:1), ვიდეოარბიტრის სისტემა გააკრიტიკა.
„ლივერპულმა“ შეხვედრის ბოლოს გოლი გაიტანა, მაგრამ ვიდეოარბიტრმა არ ჩათვალა. მატჩის მსვლელობისას კიდევ რამდენჯერმე გამოიყენეს VAR-ი. ამან ძალიან დიდი დრო წაიღო. გამეორებები არ მინახავს და არ ვიცი რამდენად სამართლიანი იყო ვიდეოარბიტრის გადაწყვეტილებები, მაგრამ ყოველი ასეთი შემოწმება 3-4 წუთს გრძელდებოდა, რაც ასეთ სიცივეში ფეხბურთელებისთვის გაუსაძლისი გახლდათ.
'
ალბათ იტყვიან, ღმერთო, კიდევ ამაზე ლაპარაკობსო, მაგრამ აუცილებლად განსახილველია პრობლემა. ადრე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ვიდეოარბიტრის სისტემის შემოღებას მხარი დაუჭირა. ახლა აღარ ვარ დარწმუნებული, რომ რომ VAR კარგი იდეაა.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Daily Mail.