ფრანგული "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი ნეიმარი პირველი ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ორი სხვადასხვა გუნდის მაისურით ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე მინიმუმ 20-20 გოლი გაიტანა.
ნეიმარმა "ბარსელონას" რიგებში 2013-2017 წლებში ჩემპიონთა ლიგაზე თავი 21-ჯერ გამოიჩინა, ხოლო 2017 წლიდან დღემდე პსჟ-ს შემადგენლობაში 20 გოლი აქვს გატანილი.
შეგახსენებთ, ნეიმარმა თურქულ "ბაშაკშეჰირთან" შესანიშნავად ითამაშა და ჰეთ-თრიქი შეასრულა.