ფეხბურთი

1:18 | 10.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ჩემპიონატის თამაშს ისტორიაში პირველად ქალი არბიტრები იმსაჯებენ

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩს, „საბურთალო“ – „სამტრედიას“, ქალი არბიტრები იმსაჯებენ. ასეთი ფაქტი საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში პირველად დაფიქსირდება.

მთავარი მსაჯი ხათუნა მაისურაძეა, მას ასისტენტობას ქეთევან გაიპარაშვილი და სოფო რიჟამაძე გაუწევენ, ხოლო მეოთხე არბიტრის ფუნქციას ვიკა სახურია შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ქეთევან გაიპარაშვილმა 2020 წელს საქართველოს სუპერთასის მატჩი იმსაჯა, მაგრამ კონკრეტულად ჩემპიონატის ეგიდით, აქამდე მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

შეგახსენებთ, რომ „საბურთალო“ – „სამტრედიას“ მატჩი 10 დეკემბერს, 12:30 საათზე დაიწყება.

0.118239