ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის ქალაქ ბრეშიაში მიმდინარე ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 42 500 ევრო) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.
კვალიფიკაციაში მე-2 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა ჯერ იტალიელი ლუკა ტომასეტო დაამარცხა – 6:3, 7:6 (7:3), შემდეგ კი ჩერნოგორიელ ლუბომირ ჩელებიჩს 6:4, 4:6, 6:1 სძლია.
TROFEO CITTA DI BRESCIA-ს გადამწყვეტ რაუნდში ნიკოლოზი მე-6 რეიტინგის მქონე ბოსნიელ მირზა ბასიჩს დაუპირისპირდა და 4:6, 5:7 დამარცხდა.