თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის პირველ რაუნდში მე-8 ნომრად გათესილმა ალექსანდრე მეტრეველმა ყაზახი დენის იევსეევი 4:6, 6:4, 6:4 დაამარცხა.
მერვედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – უკრაინელი დენის მილოკოსტოვი იქნება, რომელმაც ბრძოლას გერმანელი იან ჩოინსკი გამოთიშა – 6:4, 1:6, 6:3.
წყვილთა მეოთხედფინალში მეტრეველი და უკრაინელი გლებ ალეკსეენკო პირველი რეიტინგის მქონე უკრაინელებს – დევიატაროვს და მანაფოვს ეთამაშებიან.
ანტალიაშივე ქალთა 10-ათასიან ტურნირზე მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი მე-3 ნომრად განთესილ რუმინელ ირინა მარია ბარასთან 5:7, 1:5-ს აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
ტრავმის გამო, მაკა წყვილთა შეჯიბრსაც გამოეთიშა, სადაც რუს ამინატ კუშკოვასთან ერთად, თურქების – ანილის და კოკჩეს (მე-3 განთესვა) უნდა ეთამაშა.