მაკედონიის ჩემპიონატში მეორე ეტაპზე გასასვლელად იბრძვის ქართველი ხელბურთელების გუნდი, პრილეპი, ხოლო რევაზ ჭანტურიამ მლადოსტთან მოგებულ მატჩში 13 გოლი გაიტანა.
პრილეპმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, 28-27. მლადოსტთან ჭანტურიას გარდა თავი გამოიჩინა ხაზეინ რუსტამოვმა 6 გოლით, ხოლო წინა ტურში, რაბოტნიჩკისთან მოგებულ თამაშში (27-24) რეზომ გაიტანა 8, 3 - მირიან გავაშელიშვილმა, და ერთი - მეკარე ზურაბ ცინცაძემ.
ჭანტურიას მონაგარი კიდევ ერთ მატჩში გამოისახა ორნიშნა რიცხვით - მან 11 გოლი გაუტანა პელისტერს. სულ, 11 ჩატარებულ მატჩში ჭანტურიას ანგარიშზეა 60 გოლი, რუსტამოვის - 27, გავაშელიშვილის - 19 და ცინცაძის - 1.
პირველი ეტაპის ბოლომდე პრილეპს დარჩენილი აქვს 3 თამაში, რომლებიც უკვე 2021 წელს გაიმართება. ქართველების გუნდი სტუმრად შეხვდება სკოპიეს ბუტელს და შინ - ტიკვეშსა და უშუალო კონკურენტ პელისტერს. ორი შვიდგუნდიანი ქვეჯგუფიდან საჩეპიონო რაუნდში გადის 3, პრილეპი ახლა მეოთხე ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება პელისტერს. მეორე ეტაპზე 6 ფინალისტს დაემატება ორი მაკედონიურ გრანდი - ვარდარი და ეუროფარმი და 8 გუნდი 2 წრედ იბრძოლებს ჩემპიონობისთვის.
მაკედონიის ქალთა სუპერლიგაში კი პირველი წრე დასრულდა - მედეა ჩოხელის კუმანოვო 12 მატჩიდან 34 ქულით (11 მოგება, 1 ფრე) ლიდერობს და 4 ქულით უსწრებს უახლოეს მდევარ მეტალურგს. ჩოხელმა 11 მატჩში 33 გოლი გაიტანა.
ხელბურთი. მაკედონია, სუპერლიგა (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0. 3-3 საუკეთესო გადი მეორე ეტაპზე)
B ჯგუფი: მეტალურგი 18 ქულა (6 თამაში), 2. ბუტელ სკოპიე 15 (6), 3. პელისტერი 15 (9) // 4. პრილეპი 13 (9), 5. ტიკვეში 10 (8), 6. რაბოტნიჩკი 9 (9), 7. მლადოსტი 3 (9) - A ჯგუფი: 1. ოჰრიდი 33 (11), 2. პროლეტი 21 (10), 3. სტრუგა 16 (10) // 4. კლუბ-7 13 (11), 5. რადოვიში 12 (11), 6. კისელა ვოდა 7 (9), 7. სტრუმიცა 4 (10),
ქალთა სუპერლიგა. პირველი წრის შემდეგ. 1. კუმანოვო 34 ქულა, 2. მეტალურგი 30, 3. ჩაირი 30, 4. ვარდარი 28, 5. დესპინა 24, 6. სტრუჟანკა 22, 7. გევგელია 16, 8. სპარტაკი 12, 9. შამპიონი 9, 10. ოვჩე პოლე 9, 11. გორჩე პეტროვი 4, 12. კუზმან ვარდარი 3, 13. პელისტერი 1