ფეხბურთი

14:25 | 8.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

სლავენ ბილიჩი, შესაძლოა, „ვესტ ბრომვიჩიდან“ დაითხოვონ

52 წლის ხორვატმა სპციალისტმა, სლავენ ბილიჩმა, მალე შეიძლება „ვესტ ბრომვიჩის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვოს - გვამცნობს The Telegraph.

წყაროს მტკიცებით, ბილიჩი ისევ კლუბიდან გათავისუფლების ზღვარზეა, მას შემდეგ, რაც პრემიერლიგის მე-11 ტურში მისი გუნდი „კრისტალ პალასთან“ განადგურდა (1:5). შემდეგი მატჩი „ნიუკასლთან“ მისთვის გადამწყვეტი იქნება.

გასულ თვეში, „ტოტენჰემთან“ წაგების შემდეგ (0:1), ბილიჩის სკამი ასევე შეირყა, მაგრამ „შეფილდთან“ გამარჯვების კვალად, ვითარება თითქოს მოგვარდა.

ამჟამად „ვესტ ბრომვიჩი“ 6 ქულით პრემიერლიგის ცხრილში ბოლოსწია, მე-19 ადგილზეა.

0.115672