განახლდა რუმინეთის ჩემპიონატი, სადაც საქართველოს ნაკრების სამი ხელბურთელი თამაშობს.
ირაკლი ჩიქოვანის კონსტანცა 10 ტურის შემდეგ მეორე ადგილზე იყო და განახლების შემდეგ პირველივე მატჩში ლიდერს, ბუქარესტის დინამოს შეხვდა. 22-19 გაიმარჯვა დინამომ, რომელიც 12 თამაშიდან 12 მოგებით პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩში კონსტანცამ 24-20 მოუგო სუჩავას და 30 ქულით (10 მოგება, 2 წაგება) მეორე-მესამე ადგილებს იყოფს პოტაისა ტურდასთან. ჩიქოვანმა ორივე მატჩში თითო გოლი გაიტანა.
რთულად აქვს საქმე ირაკლი კბილაშვილისა და თეიმურაზ ორჯონიკიძის რეშიცას. ქართველები ამ კლუბში სეზონის წინ გადმოვიდნენ: კბილაშვილი მაკედონიის მეტალურგიდან, ორჯონიკიძე კი უნგრეთის ოროშჰაზიდან, მაგრამ კლუბი დიდი ხანი აგვარებდა ბიუროკრტიულ პროცედურებს, რის გამოც ჩვენიანები საქმეში მხოლოდ მეათე ტურიდან ჩაერთვნენ.
ამ სამ თამაშში ორჯონიკიძემ 10 გოლი გაიტანა, კბილაშვილმა - 17, მაგრამ რეშიცამ თამაში ჯერ ვერ მოიგო. 16 დეკემბრიდან ახალ წლამდე კლუბები კიდევ 7-7 მატჩს გამართავენ.
ხელბურთი. რუმინეთის ეროვნული ლიგა. 12 ტურის შემდეგ (მოგება 3 ქულა, ფრე 1, წაგება 0) - 1. დინამო ბუკურეშტი 36 ქულა, 2. პოტაისა ტურდა 30, 3. კონსტანცა 30, 4. ბაია მარე 25, 5. CSM ბუკურეშტი 24, 6. ტიმიშოარა 24, 7. სტიაუა 21, 8. ბუზეუ 20 – 9. ვასლუი 16, 10. ფეგერაში 15, 11. კელერაში 12, 12. ფოჩანი 12, 13. სუჩავა 11, 14. ბაკეუ 6, 15. ბოტოშანი 1, 16. რეშიცა 0 (8 საუკეთესო გადის პლეიოფში, 9-16 ადგილები - პლეიაუტში)