ყაიმით დასრულდა მაგნუს კარლსენის და ვიში ანანდის დაპირისპირების მე-4 პარტია. შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელი და ინდოელი დიდოსტატები ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ეცილებიან და ჯერჯერობით, ყაიმია დაფიქსირებული – 2:2.
აღნიშნულ მატჩს რუსეთის ქალაქი სოჭი მასპინძლობს და გასულ ტურში თეთრი ფიგურებით კარლსენი თამაშობდა. 13 ნოემბერს მეტოქეები დაისვენებენ, 14-ში კი თეთრებით ანანდი იქნება.