ევროპის ჩემპიონატზე, დანიაში, ხორვატიის ნაკრებმა 27-25 დამარცხა მსოფლიო ჩემპიონი ჰოლანდია და მეორე ეტაპზე გასვლა გაინაღდა.
ამ ქვეყნის კაცთა ნაკრებისგან განსხვავებით, ხორვატიის ქალთა ეროვნული გუნდი აქამდე არაფრით გამოირჩეოდა: სულ ერთხელ, 2012 წელს უთამაშია ოლიმპიადაზე, მსოფლიო ჩემპიონატებზე ორჯერ გასულა მეოთხედფინალში, ხოლო ევროპის წინა ჩემპიონატზე ბოლო, მე-16 შედეგი აჩვენა.
მაგრამ გუნდმა, რომლის შემადგენლობაში მწვრთნელ ნენად შოშტარიჩს არცერთი მოთამაშე არ ჰყავს ჩემპიონთა ლიგის მონაწილე ხორვატული კლუბიდან, პოდრავკა ვეგეტადან, პირველ ტურში უნგრეთი დაამარცხა.
ხორვატია ჰოლანდიასთან მე-20 წუთზე 11-8 იგებდა, შემდეგ ზედიზედ გაუშვა 5 გოლი, 11-13, მაგრამ ცხადი იყო, რომ არაფრის დათმობას არ აპირებდა. უნგრეთის ფეჰერვარის მეკარემ, თეა პიევიჩმა 15 დარტყმა მოიგერია, ხოლო ზაგრების ლოკომოტივას 24 წლის უკანახაზელმა ლარისა კალაუსმა 10 დარტყმიდან 9 გაიტანა (არცერთი შვიდმეტრიანი).
ჰოლანდია ბოლოს 54-ე წუთზე დააწინაურა ლაურა ვან დერ ჰაიდენმა (24-23), მაგრამ ზედიზედ გაუშვა 3 გოლი და წერტილი კალაუსმა დასვა ბოლო წუთზე - 27-25.
ხორვატია - ჰოლანდია, ყველა გოლი:
სერბეთი, ჰოლანდიის დამარცხების შემდეგ უბრძოლველად დანებდა უნგრეთს 26-38 და C ჯგუფში ასეთი სიტუაციაა: ხორვატია უკვე გასულია მეორე ეტაპზე, თუმცა, სერბეთთან მოგება სჭირდება, რათა 4 ქულით დაიწყოს მთავარი რაუნდი, ხოლო ჰოლანდიას, შესაძლოა, უნგრეთის დამარცხებაც არ ეყოს და პირველი ეტაპის შემდეგ შინ გამგზავრება მოუხდეს: მსოფლიო ჩემპიონი ხორვატია-სერბეთის მატჩის შედეგზეა დამოკიდებული.
სერბეთი - უნგრეთი:
A ჯგუფში საფრანგეთმა იოლად მოუგო სლოვენიას 27-17 და მეორე ეტაპზე გასვლა გაინაღდა.
სლოვენია - საფრანგეთი:
4 ქულა აქვს დანიასაც. მონტენეგრო პირველი ტაიმის შემდეგ ბრძოლაში იყო (11-13), მაგრამ მეორეში, 16-წუთიანი მონაკვეთი 0-9 წააგო, 19-28 დამარცხდა და უქულოდ დარჩა. ბოლო ტურში, 8 დეკემბერს, დანია და საფრანგეთის მეორე ეტაპზე გამყოლი ოქროსს ქულებისთვის იბრძოლებენ, ხოლო მესმე გუნდს მონტენეგროსა და სლოვენიის მატჩი გამოავლენს.
მონტენეგრო - დანია:
დღეს სრულდება პირველი ჯგუფური ეტაპი B დ D ჯგუფებში. მეორე რაუნდში ბრძოლას 3-3 გუნდი აგრძელებს ერთმანეთში დაგროვილი ქულებით. შეიქმნება ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი, რომელთა 2-2 გამარჯვებული ნახევარფინალში გავა. ფინალი 20 დეკემბერსაა ჰერნინგში.
ხელბურთი. ევრო 2020. ქალები. 3-20 დეკემბერი 2020, დანია
პირველი ჯგუფური ეტაპი, 6 დეკემბერი
მეორე ეტაპზე გადის 3-3 გუნდი ერთმანეთში დაგროვილი ქულებით
A ჯგუფი. ჰერნინგი // დანია 4, საფრანგეთი 4, მონტენეგრო 0, სლოვენია 0
სლოვენია - საფრანგეთი 17-27
სლნ: ზეცი (7 სეივი), პანძიჩი (2), ვოინოვიჩი (1); გროსი, ლაზოვიჩი (4); სტანკო, ჩოპი, ზულიჩი 2; კლემენჩიჩი, ომორეგი, სვეტიკი 1
საფ: ლენო (8), დარლო (5); ნზემინკო, ლაკრაბერი 7; ზაადი, ფოპა, სერსიენი, კუიატე, კოატანეა 2; ვალენტინი, დემბელე, ფლიპი 1
მონტენეგრო - დანია 19-28
მნტ: ბატინოვიჩი (6); რადიჩევიჩი, რამუსოვიჩი 4; მეჰმედოვიჩი, დესპოტოვიჩი, პლეტიკოშიჩი, ვუკჩევიჩი 2; იაუკოვიჩი, მუგოშა, უიკიჩი 1
დან: ტოფტი (11), რაინჰარდტი (2); ნოლსოი, ბიდსტრუპი, ოსტერგორი 4; ბურგორი, ჰანსენი 3; ტრანბორგი, იორგენსენი, ჰოილუნდი 2; ტოფტი, ჰაუგსტედი, დამგორი, ოგოტი 1
4 დეკემბერი. საფრანგეთი - მონტენეგრო 24-23, დანია - სლოვენია 30-23
8 დეკემბერი. 21:15 მონტენეგრო - სლოვენია, 23:30 საფრანგეთი - დანია
C ჯგუფი. კოლდინგი // ხორვატია 4, უნგრეთი 2, სერბეთი 2, ჰოლანდია 0
სერბეთი - უნგრეთი 26-38
სრბ: ტომაშევიჩი (4), რისოვიჩი (7); რადოსავლიევიჩი 5; ტრიფუნოვიჩი, ლავკო, პოპ-ლაზიჩი 4; ნიკოლიჩი 3; აგბაბა 2; კრპეჟ-შლეზაკი, მილოევიჩი, იოვოვიჩი, ლისცევიჩი 1
უნგ: ბირო (14), სიკორა (2); სოლოში-ზაჩიკი 10; ლუკაჩი 6; შაცლი 5; კოვაჩიჩი, ჰაფრა 4; კლუიბერი 3; კაჩორი, ფალუვეგი 2; ლაკატოში, ბირო 1
ხორვატია - ჰოლანდია 27-25
ხორ: პიევიჩი (15); ლ. კალაუსი 9; მიჩიევიჩი 6; კრშნიკი 4; პ. პოშავეცი, იეჟიჩი, სიმარა 2; მამიჩი, ვიდაკი 1
ჰოლ: ვესტერი (8) - დულფერი, აბინგჰი 5; ვან დერ ჰაიდენი 4; მალესტაინი 3; ბონტი, სნელდერი, ჰოუსჰერი 2; ნუსერი, ვან ვეტერინგი 1
4-5 დეკემბერი. უნგრეთი - ხორვატია 22-24, ჰოლანდია - სერბეთი 25-29
8 დეკემბერი. 21:15 სერბეთი - ხორვატია, 23:30 ჰოლანდია - უნგრეთი
B ჯგუფი. ჰერნინგი // რუსეთი 4, შვედეთი 3, ესპანეთი 1, ჩეხეთი 0
7 დეკემბერი. 21:15 ესპანეთი - ჩეხეთი (სილკ 2), 23:30 რუსეთი - შვედეთი (სილკ 2)
3 დეკემბერი. რუსეთი - ესპანეთი 31-22, შვედეთი - ჩეხეთი 27-23
5 დეკემბერი. ჩეხეთი - რუსეთი 22-24, ესპანეთი - შვედეთი 23-23
D ჯგუფი. კოლდინგი // ნორვეგია 4, რუმინეთი 2, გერმანია 2, პოლონეთი 0
7 დეკემბერი. 21:15 გერმანია - პოლონეთი (სილკ 3), 23:30 რუმინეთი - ნორვეგია (სილკ 3)
3 დეკემბერი. რუმინეთი - გერმანია 19-22, ნორვეგია - პოლონეთი 35-22
5 დეკემბერი. პოლონეთი - რუმინეთი 24-28, გერმანია - ნორვეგია 23-42
მეორე ჯგუფური ეტაპი. 10-15 დეკემბერი
1 ჯგუფი. ჰერნინგი. 10, 11, 13, 15 დეკემბერი
2 ჯგუფი. კოლდინგი. 10, 12, 14, 15 დეკემბერი
ფინალური უიკენდი. 18, 20 დეკემბერი. ჰერნინგი
18 დეკემბერი: ნახევარფინალი, მატჩი 5-6 ადგილებისთვის
20 დეკემბერი: ფინალი, მატჩი 3-4 ადგილებისთვის