ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა პატრის ევრამ პოლ პოგბასა და დონი ვან დე ბეეკის შედარებაზე Sky Sports-ის ეთერში მოკლე კომენტარი გააკეთა. ევრამ მისი თანამემამულის მიერ „ვესტ ჰემის“ კარში გატანილი ულამაზესი გოლის შემდეგ ისაუბრა.
„პოგბასა და ვან დე ბეეკის შედარება ჩემთვის სასაცილოა. ძალიან მაგარი გოლი გაიტანა“, - აღნიშნა ევრამ.
შეგახსენებთ, ევრას პოგბასთან ერთად არამარტო საფრანგეთის ნაკრებში, არამედ „იუვენტუსშიც“ უთამაშია. "მანჩესტერმა" "ვესტ ჰემი" 3:1 დაამარცხა, ხოლო პოგბამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა.