კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი უსმან დემბელე ისევ დაშავდა. ამის შესახებ ესპანური გრანდის ვებგვერდი იტყობინება. დემბელეს მარჯვენა ბარძაყი აქვს დაზიანებული.
ჯერჯერობით, დემბელეს გამოჯანმრთელების ზუსტი დრო უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ მას 2-3 კვირის გამოტოვება მოუწევს.
ფრანგმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 4 გოლი გაიტანა.