ჭიდაობა

15:58 | 6.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

გეგა გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ოთხწლიანი ვადით აირჩიეს. ვაკის ფალავანთა კლუბში დღეს გამართულ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე, პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატს, ფარულ კენჭისყრაში, ხმის უფლების მქონე ოცდაორივე დელეგატმა დაუჭირა მხარი.

თამაზ გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას სათავეში პირველად ოთხი წლის წინ ჩაუდგა. გეგეშიძემ განაცხადა, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მთავარი მიზანი ჭიდაობაში კიდევ უფრო უკეთესი შედეგის ჩვენება იქნება.

0.114841