ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ UFC-ში რიგით მეორე ბრძოლა გამართა და გამარჯვება ბრწყინვალე სტილში მოიპოვა. ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე თოფურია ამერიკელ დეიმონ ჯექსონს დაუპირისპირდა და ნოკაუტით დაამარცხა.
ქართველმა მებრძოლმა გამარჯვება პირველივე რაუნდში მოიპოვა და ამისთვის ორ წუთზე ოდნავ მეტი დასჭირდა.
32 წლის ამერიკელმა ილიას უძლიერესი დარტყმებისგან თავის დაცვა ვერ მოახერხა და ბრძოლა ვადაზე ადრე, ქართველის გამარჯვებით დასრულდა.
ილია თოფურიასთვის ეს UFC-ში მეორე ბრძოლა იყო და მეორედ იმარჯვა. მანამდე 23 წლის ქართველმა მაროკოელი იუსუფ ზალალის დამარცხება შეძლო. დღესვე, UFC-ში მეორე გამარჯვება რომან დოლიძემაც იზეიმა, რომელმაც ჯო ალანი დაამარცხა.