„ფულემთან“ პრემიერლიგის მე-11 ტურის მატჩისას, „მანჩესტერ სიტის“ შემტევი, რაჰიმ სტერლინგი, გახდა მოთამაშე, რომელთან დაჯარიმებისას ლიგაში ყველაზე ხშირად ინიშნება თერთმეტმეტრიანები - გვამცნობს Opta Sport.
„ფულემთან“ შეხვედრის 26-ე წუთზე ის მასპინძელთა მცველმა, იოაკიმ ანდერსონმა წააქცია საკუთარ საჯარომოში. მსაჯმა უყოყმანოდ დანიშნა პენალტი, რომელიც ზუსტად დაარტყა კევინ დე ბრუინმა. ანგარიში კი მე-5 წუთზე, თვად სტერლინგმა გახსნა.
„სიტიმ“ 2:0 გაიმარჯვა, 18 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მეთერთმეტედან მეოთხე ადგილზე აინაცვლა.