ფეხბურთი

16:38 | 5.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "კარგი მწვრთნელი პირველ რიგში ფსიქოლოგი უნდა იყოს"

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა მასიმილიანო ალეგრიმ ინგლისის პრემიერლიგაში მუშაობის სურვილი გამოთქვა. იტალიურ მედიასთან ალეგრიმ განაცხადა, რომ ინგლისური ფეხბურთი უცხოელი მწვრთნელების ხარჯზე ვითარდება.

გარდა ამისა, ალეგრი მიიჩნევს, რომ მენტალიტეტით ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა მათ შორის, ვისთანაც მას უმუშავია.

„მინდა პრემიერლიგაში ვიმუშავო. იტალიაში 4 წელი „მილანში“ ვიყავი, 5 „იუვენტუსში“. ახლა ისევ იტალიაში ველი სამუშაოს, მაგრამ რთული იქნება, ან ინგლისში. ჩემი აზრით, ინგლისური ფეხბურთი ვითარდება, რადგან ბევრი უცხოელი მწვრთნელი მუშაობს. ინგლისი ახლა უფრო დახვეწილი და ტაქტიკურია, მაგრამ მათთვის ტრადიციულ ფეხბურთსაც პატივს სცემენ. კარგი ბალანსია ინგლისური ფეხბურთის სულისკვეთებასა და ახალი მწვრთნელების ახალ ტაქტიკურ მიდგომებს შორის.

ინგლისი განსხვავდება იტალიისგან, თავის მხრივ ესპანეთისგან და გერმანიისგანაც. რთულია ქვეყნის ისტორიის და კლუბის ისტორიის შეცვლა. მაგალითად, „მანჩესტერმა“ 50 წელი ერთი სტილით ითამაშა, როდესაც ვან გაალი დაინიშნა მწვრთნელად, მან გასხვავებული სტილი მიიტანა, მას სურდა თამაში ბურთის ფლობით, მაგრამ „მანჩესტერი“ თამაშობდა შეტევით, შეტევით, ჩაწოდებით, ისევ ჩაწოდებით. „არსენალიც“ განსხვავებული გუნდია, ისევე როგორც „იუვენტუსი“ განსხვავდება „მილანისგან“. „იუვენტუსის“ ისტორიაში ყოველთვის იყო ერთი შესანიშნავი მოთამაშე: ზიდანი, დელ პიერო, სივორი, პლატინი სხვა მოთამაშეებთან ერთად, რომ ბევრი ემუშავათ. „მილანში“ სხვანაირად იყო.

უამრავი ძლიერი მოთამაშე მყავდა უძლიერესი მენტალიტეტით. მცველებიდან კიელინი და ნესტა, ნახევარმცველებში ზეედორფი და გატუზო, თავდამსხმელებში რონალდუ და იბრაჰიმოვიჩი. მენტალიტეტის მიხედვით, კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესოა, სხვებისგან განსხვავებული ხედვა აქვს. მან მოიგო ხუთი ოქროს ბურთის, ხუთი ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ჩემპიონატი და ძალიან რთულია ასეთ მოტივაციის შენარჩუნება, მას კი ყოველ წელს ახალი მიზანი აქვს.

მწვრთნელი ფსიქოლოგი უნდა იყოს. 80% ფსიქოლოგიაა, 20% ტაქტიკა. ჩვენ ფეხბურთელების თავში უნდა შევიდეთ, რადგან ისინი ახალგაზრდები, „ბავშვები“ არიან. ყოველდღე უნდა ვესაუბროთ, ვიცოდეთ მათი პრობლემები. 18 წლის მოზარდის პრობლემები განსხვავდება ვეტერანი პრობლემებისგან, ვინცს სკამზე რჩება, მწვრთნელს მისი რწმენა უნდა ჰქონდეს. მწვრთნელისთვის მთავარი ხარისხი ფსიქოლოგიაა“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი 2014-2019 წლებში „იუვენტუსს“ წვრთნიდა, რომელსაც 11 ტიტული მოაგებინა. მას შემდეგ გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი უმუშევარია.

0.119464