ფეხბურთი

16:01 | 5.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ცუდი ხარისხით დადებითი შედეგი: "დინამო თბილისი" ჩემპიონობასთან ახლოსაა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში „დინამო თბილისი“ ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა. ჩისკოს გუნდს ბოლო ტურში უკვე გავარდნილ „მერანთან“ ერთი ქულაც გააჩემპიონებს.

იქამდე, „დინამომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და საკმაოდ მოსაწყენ შეხვედრაში 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ნოდარ ქავთარაძემ გაიტანა, რომელმაც პერნამბუკოს მოპოვებული პენალტი ზუსტად დაარტყა. მეორე ტაიმში თბილისელებმა ანგარიში შეინარჩუნეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს.

პარალელურად, „დინამო ბათუმი“ ქუთაისში „ტორპედოს“ ესტუმრა და 2:1 იმარჯვა. გოდფრი ობოაბონამ ანგარიში მატჩის მე-11 წუთზე გახსნა, ხოლო 20 წუთში მათე ცინცაძემ სხვაობა პენალტით ორამდე გაზარდა. ქუთათურებმა პირველი ტაიმის ბოლოს ერთი ბურთი გაქვითეს და სიტუაცია დაიძაბა. მეორე ტაიმში ვერც მასპინძლებმა და ვერც სტუმრებმა შედეგიანად თამაში ვეღარ მაოხერხეს და გია გეგუჩაძის გუნდმა მოიგო.

ბოლო ტურის წინ „დინამო თბილისი“ „დინამო ბათუმს“ 2 ქულით უსწრებს და ვინაიდან ურთიერთშეხვედრებშიც სჯაბნის, ფრეც საკმარისი იქნება თბილისელთათვის. 10 დეკემბერს, „დინამო“ „მერანს“ შეხვდება, „დინამო ბათუმი“ კი „ჩიხურას“ დაუპირისპირდება.

ქუთაისის „ტორპედოს“ პლეი-აუტში მოუწევს ეროვნულ ლიგაში დასარჩენად ბრძოლა და მისი მეტოქე ეროვნული ლიგა 2-ის მესამეადგილოსანი გუნდი იქნება. შესაბამისად, "სამტრედიამ" ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

„დინამო თბილისი“ – „სამტრედია“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ქავთარაძე (41, პენ)

„ტორპედო“ – „დინამო ბათუმი“ 1:2 (1:2)

გოლები: 0:1 ობოაბონა (11), 0:2 ცინცაძე (31, პენ), 1:2 ადამაძე (45)

0.113314