ვაკო ყაზაიშვილის შემდეგ „სან ხოსეს“ დატოვების ამბავი გურამ კაშიამაც ოფიციალურად დაადასტურა. 33 წლის ქართველმა მცველმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და კლუბს მადლობა გადაუხადა.
„სან ხოსე, მადლობა ამდენი მშვენიერი მოგონებისთვის. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თბილად მიმიღეთ. ეს საოცარი მოგზაურობა იყო და ბევრ შესანიშნავ ადამიანს შევხვდი. მომენატრებით და მომავალში წარმატებებს გისურვებთ“, - დაწერა კაშიამ.
გურამ კაშია „სან ხოსეს“ 2018 წლის ზაფხულში არნემის „ვიტესიდან“ შეუერთდა. MLS-ის კლუბში ქართველმა ფეხბურთელმა ამ პერიოდში 45 უგოლო თამაში ჩაატარა.
ახლა კაშიაც და ყაზაიშვილიც თავისუფალი აგენტები არიან. ჯერჯერობით მათი მომავალი კლუბის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.