ფეხბურთი

21:52 | 4.12.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტალიაფიკო "აიაქსში" 2023 წლამდე დარჩება

არგენტინის ეროვნული ნაკრების მცველი ნიკოლას ტალიაფიკომ ამსტერდამის "აიაქსთან" კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა და გუნდში 2023 წლის ივლისამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია ნიდერლანდური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი პრემიერლიგის კლუბები არიან დაინტერესებულები, მათ შორის "ჩელსი", "მანჩესტერ სიტი" და "ლესტერი". ტალიაფიკო "აიაქსმა" 2018 წელს "ინდეპენდიენტედან" 2018 წელს დაიმატა. მას შემდეგ ნიკოლასმა 111 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 11 გოლი და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.120312