ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი პატრიკ ვიეირა „ნიცას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. ამის მიზეზი სეზონის წარუმატებლად დაწყება გახდა.
ევროპა ლიგაზე „ნიცამ“ „ლევერკუზენთან“ 2:3 წააგო და ეს ზედიზედ მეხუთე მარცხი გამოდგა ყველა ტურნირის ჩათვლით. ამიტომაც, ვიეირას კარისკენ მიუთითეს. „ნიცა“ ევროპა ლიგას გამოეთიშა, ხოლო ლიგა 1-ში 11 ტურის შემდეგ 17 ქულით მხოლოდ მე-11 ადგილზეა.
პატრიკ ვიეირა „ნიცას“ 2018 წლიდან წვრთნიდა. პირველ სეზონში მან გუნდი ლიგა 1-ში მეშვიდ, ხოლო მეორე სეზონში მეხუთე ადგილზე გაიყვანა.